რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

Posted on Updated on

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებული გვქონდეს – რისთვის ეფექტური? რაა ჩვენი მიზანი? – წონის კლება, ფორმების კორექცია, სპორტული მაჩვენებლების ამაღლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება?

ეს არის იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც დამწყებ მოვარჯიშეებს აქვთ. ამიტომ პასუხს სწორედ მათ გავცემ და ამ მიზნებზე ვისაუბრებ, რადგან გამოცდილმა და სპორტული ცხოვრებით დაკავებულმა ადამიანმა ისედაც ძალიან კარგად იცის – ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და არცერთი პროცესი არ ხდება დამოუკიდებლად. მაგალითად, დავიკელით წონაში (ვარჯიშის გამოყენებით) და ამ დროს არ გაუმჯობესდა ჩვენი გულის მუშაობა და ისევ ვქოშინებთ 2-3 სართულის ავლისას. მივაღწიეთ ფორმების კორექციას ვარჯიშით და ამ დროს სპორტული მაჩვენებლები იგივე დაგვრჩა – როგორც მხოლოდ 10 ჩაჯდომას ან აზიდვას ვახერხებდით პირველ დღეს, სამი თვის შემდეგ ისევ იგივეს ვახერხებთ მხოლოდ; ჩვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ამ დროს ეს არ შეტყობია არც წონას, არც ფორმებს, არც ჩვენს ვარჯიშის შესრულების ხარისხს და ა.შ. – არა, ასე ნამდვილად არ ხდება. ერთი პროცესი აუცილებლად იწვევს მეორე ან სხვა რამდენიმე მაჩვენებელში ცვლილებას და გამიჭირდება გავიხსენო ისეთი ვარჯიშის სახეობა, სადაც მხოლოდ ერთ შედეგს მიიღებთ.

მაგრამ, როგორ ავარჩიოთ რა ჯობია, ცურვა თუ სირბილი, აერობიკა თუ ტრენაჟორები, ცეკვა თუ ტანვარჯიში? თუ აქედან ყველა წონაში აკლებინებს, რომელი ვარჯიში ჯობია?

როგორც ერთი ძალიან კარგ გამოთქმაშია, რომლის ავტორი აღარ მახსოვს – არ არსებობს ცუდი ვარჯიში, ყველაზე ცუდი ვარჯიშიც კი კარგია.

ჩვენ ხშირად ვვარჯიშობთ თუმცა იმ შდეგს ვერ ვიღბთ რომელიც ჩვენ გვსურს. ამიტომ აუცილებელია გავარკვიოთ თუ რა წარმოადგენს ჩვენს მიზანს

დატოვე კომენტარი