ველოსიპედი

Posted on Updated on

მოგესალმებით…… მცირე პაუზის შემდეგ. დღევანდელი პოსტი მინდა  სპორტს დავუთმო……
ალბათ ყველა ჩვენგანს ჰყოლია ბავშვობაში (ან ახლაც) ველოსიპედი (ან მეგობარი ველოსიპედით) და ყოველ დღე გვიხაროდა ველოსიპედით რამდენიმე “კრუგის” ეზოს გარშემო გასეირნება, თუმცა ალბათ არც კი გვიფიქრია თუ რამდენად დადებითია ველოსიპედით სიარული ჩვენი ჯანმრთელობისთვის…
images-1

ველოსიპედის – ეკონომიურად მომგებიანი, ეკოლოგიურად სუფთა და მოსახერხებელი ტრანსპორტის სახეობაა.

ველოსიპედი უხმაუროა, გარემოს არ აბინძურებს, ხშირად მოკლე მანძილზე წასასვლელად ავტომობილზე სწრაფია და ბევრ ქვეყანაში უფრო მოხერხებულ და საიმედო ტრანსპორტადაც ითვლება. აფრიკაში, აზიაში და არა მხოლოდ ამ კონტინენტებზე, ბაზრებსა თუ მაღაზიებში მოვაჭრეთათვის ველოსიპედი გადამზიდ საშუალებად იქცა Read the rest of this entry »

რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

Posted on Updated on

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებული გვქონდეს – რისთვის ეფექტური? რაა ჩვენი მიზანი? – წონის კლება, ფორმების კორექცია, სპორტული მაჩვენებლების ამაღლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება?

ეს არის იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც დამწყებ მოვარჯიშეებს აქვთ. ამიტომ პასუხს სწორედ მათ გავცემ და ამ მიზნებზე ვისაუბრებ, რადგან გამოცდილმა და სპორტული ცხოვრებით დაკავებულმა ადამიანმა ისედაც ძალიან კარგად იცის – ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და არცერთი პროცესი არ ხდება დამოუკიდებლად. მაგალითად, დავიკელით წონაში (ვარჯიშის გამოყენებით) და ამ დროს არ გაუმჯობესდა ჩვენი გულის მუშაობა და ისევ ვქოშინებთ 2-3 სართულის ავლისას. მივაღწიეთ ფორმების კორექციას ვარჯიშით და ამ დროს სპორტული მაჩვენებლები იგივე დაგვრჩა – როგორც მხოლოდ 10 ჩაჯდომას ან აზიდვას ვახერხებდით პირველ დღეს, სამი თვის შემდეგ ისევ იგივეს ვახერხებთ მხოლოდ; ჩვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ამ დროს ეს არ შეტყობია არც წონას, არც ფორმებს, არც ჩვენს ვარჯიშის შესრულების ხარისხს და ა.შ Read the rest of this entry »

პოპულარული ვარჯიშები

Posted on

ზუმბა (ლათინური ცეკვების და აერობიკის მარტივი მოძრაობების მიქსი), boot camp(საბრძოლო ხელოვნების ილეთების და გუნდური შეჯიბრებების სტილი), TRX-სისტემა (ვარჯიში სპეციალური მარყუჟების გამოყენებით) და ინტერვალური ვარჯიშები კვლავაც პოპულარული ტრენდები იქნება 2016 წელს ამერიკის ფიტნეს პროგრამებში.  იგივე ეხება core training-ის სისტემას (ძალოვანი ვარჯიში, რომელიც მოძრავ პლატფორმაზე სრულდება), რომელიც უფრო მეტად პოპულარული გახდება.

ჩემი აზრით,საქართველოში არც ისე განებივრებული ვართ ახალი ფიტნეს-ტენდენციების გაზიარებით. ქალებში ყველაზე პოპულარული აერობიკა და ტრენაჟორებზე ვარჯიშია, ან საცეკვაო ჯგუფებში ჩაწერა, ასევე მაღალია დაინტერესება იოგასა და პილატესში. მამაკაცთა შორის ლიდერი პროგრამაა სატრენაჟორო დარბაზში ძალოვანი ტრენინგი. ვფიქრობ, ამ ტენდენციების ცვლილებებს მომავალ წელს საქართველოში ალბათ არ უნდა ველოდეთ.

ფიტნესი მაღალი და დაბალი ასაკობრივი ჯგუფებისათვის

Posted on

Senior_Coupleწყლის ან ჯგუფური ფიტნესი ძალიან პოპულარულია უფროსი ასაკის ადამიანებში. ACE-ს სპეციალურად შედგენილ პროგრამებს ბევრი უპირატესობა აქვს და სასარგებლოა 50+ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც მოსახლეობის 41%-ს შეადგენენ. პირველი ლედი მიშელე ობამა პროპაგანდას უწევს ბავშვები ფიზიკურ აქტიურობას, ფიტნესს სკოლებში, ფიტნეს ცენტრებში საბავშვო ჯგუფების შექმნას

საქართველოში ფიტნეს-კლუბების ფასების და პენსიის თანხის არაპროპორციული შესაბამისობა ჯერჯერობით არარეალურს ხდის ჩვენი პენსიონერებისათვის მსგავსი მომსახურებით სარგებლობის საშუალებას. ამასთან, არც სოციალური დაზღვევა ითვალისწინებს მსგავსი პროგრამების ამოქმედებას, განსხვავებით აშშ-სი. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე პოპულარული ფეხით აქტიური სეირნობაა და პარკში, სუფთა ჰაერზე ერთობლივად ვარჯიში, რისი მაგალითიც ხშირად შემხვედრია სპორტული თავშეყრის ადგილებში. ასევე, ხანშიშესული ადამიანები ხშირად მიმართავენ იოგას ჯგუფებს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვევების ცვლილებები

Posted on Updated on

1296521313_franceმიუხედავად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოსი, რომელიც გაწეული იქნა ჯანმრთელობის სფეროში, საშუალო სტატისტიკური ამერიკელი კვლავ ფიქრობს, რომ წონაში დაკლების საუკეთესო მეთოდი, მკაცრი ან მოდური დიეტის დაცვაა. ამიტომ მომავალ წელში ისევ ძალაში იქნება საგანმანათლებლო კამპანიები და პროგრამები, რომლებიც მოამზადებენ ფიტნესის სფეროს პროფესიონალებს, რათა ისინი თავის კლიენტებს დაეხმარონ იმ საკითხის გაცნობიერებაში, რომ არ შეიძლება მოკლე გზით გრძელვადიანი შედეგის მიღწევა.

სამწუხაროდ მსგავსი პრობლემა საქართველოშიც დგას. ერთის მხრივ ფიტნეს-კლუბების ნაკლებად ხელმისაწვდომობის, მეორე მხრივ კი ამ საკითხის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო, ზედმეტი წონის პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალებად1b5b878a3c83-11, ჩვენთანაც ინტერნეტში ან ჟურნალში ამოკითხული ექსტრემალური და მონო- დიეტები ითვლება. შესაბამისი თემატიკის სატელევიზიო გადაცემებში პროფესიონალი დიეტოლოგების და ექიმების მხრიდან არის ამის განმარტების მცდელობა, თუმცა ეს არასაკმარისია – საჭიროა მოსახლეობის მეტად გაცნობირება ამ საკითხის მავნებლობის შესახებ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს პრობლემა თინეიჯერული ასაკის გოგონებში, რომლებიც რამდენიმე ზედმეტ კილოგრამთან ბრძოლის გამო, უსისტემო ექსპერიმენტული კვებით იზიანებენ ჯანმრთელობას.

სისტემატიური ვარჯიში

Posted on

სისტემატიური ვარჯიში ახალი ტრენდი ხდება.  გარდა ამისა, რათა ვარჯიშის შედეგები სახეზე იყოს, ამისათვის საჭიროა სწორი კვება.ACE თვლის, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, კლუბში კლიენტი არა მარტო ვარჯიშისათვის უნდა მიდიოდეს, არამედ სრულყოფილი მომსახურების მისაღებად. ამიტომ ინსტრუქტორებთან ერთად კლუბში უნდა მუშაობდნენ დიეტოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიოთერაპევტები.

ჩემი აზრით,ჩვენი ფიტნეს-ინდუსტრია არც ისე განვითარებულია, როგორც აშშ-ში, სადაც სტატისტიკურად ფიტნესით 15%-ია დაკავებული, უფრო ნაკლებია მათი რიცხვი რუსეთში – 3-5%. ჩვენთან მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს რიცხვი უფრო ნაკლებია. მაღალი კონკურენციის გამო აშშ-ს ფიტნეს-კლუბები მაქსიმალურად უნიკალურ მორგებულ მოსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. მსგავსი მომსახურება საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა – კომპლექსური მიდგომა, სადაც კლიენტთან ერთდროულად ექიმი, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ფსიქოლოგი მუშაობს, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, არის მცდელობა ზოგიერთ კლუბებში ამ საქმეში პროფესიონალი ექიმების და დიეტოლოგების ჩართვის, რაც მისასალმებელია. ასევე ზოგ კლუბში არსებობს მასაჟისტის მომსახურება, თუმცა ეს დამატებითი ხარჯებს მოითხოვს.

სიმსუქნე

Posted on Updated on

a12894წონის დაკლების პრობლემა პირველია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მომხმარებლები მიმართავენ სპორტულ კლუბს ან ფიტნეს-მწვრთნელს. საზოგადოებაში თანდათან ფართოდ მკვიდრდება აზრი ფიზიკური პასიურობის და ჭარბი წონის მავნებლობის შესახებ. აშშ-ში ხუთიდან სამ ადამიანს ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს – ასეთი სამწუხარო სტატისტიკით, მუცელზე ფიტნეს-კუბიკების დალაგებამდე ძალიან შორია, პირველ რიგში საჭიროა ჯანმრთელობა.

ხოლო,რაც შეეხება ჭარბწონიანობის თემას საქართველოში, მართალია ზედმეტი წონის პრობლემა მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს, მაგრამ არა ისეთი უზარმაზარი და ეპიდემიური მასშტაბების სახით როგორც აშშ-ში

2016 წლის პოპულარული ფიტნეს ტენდენციები

Posted on Updated on

ამერიკის ფიზიკური ვარჯიშების საბჭო (ACE) – მსოფლიოში უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ახდენს ფიტნეს-ინსტრუქტორების მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ყოველწლიურად ამზადებენ და აქვეყნებენ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორები, დიეტოლოგები,  სპორტული მეცნიერების და ფიტნეს-ჯგუფების ექსპერტები, ექიმები და წონის კონტროლის სპეციალისტები.

გთავაზობთ მათ კვლევებს თემაზე, თუ როგორი იქნება ფიტნესი აშშ-ში 2016 წლის განმავლობაში და რა ტენდენციები იქნება პოპულარული:

დღევანდელ კონკურენციულ გარემოში, ფიტნესში მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიონალებზე, რომლებიც თავისი სფეროს წარმატებული ლიდერები არიან, რადგან მუდამ აფართოებენ ცოდნას და ეფექტურად ეხმარებიან კლიენტებს სასურველი მიზნის მიღწევაში. 1500-ზე მეტი პასუხმა ცხადყო დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ისეთი საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, რომლებიც შეეხება ჭარბწონიანთა რიცხვის სერიოზულ მატებას, ამასთან ერთად კი გაიზარდა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ფიტნეს-პროგრამების მიმართ მოსახლეობის დაინტერესება. Read the rest of this entry »

ინტერვიუ სპორტის მასწავლებელთან

Posted on Updated on

13242107_1723103504604650_568075666_o (2)

ბარდი ასპანიძე უკვე 31 წელია რაც სპორტის მასწავლებელია ახალციხეში, ჩვენ დაუსვით მას რამდენიმე კითხვა და იგი ამბობს:

-რას გვეტყოდით ჯანსაღ ცხოვრებაზე?

-ჯანსაღი ცხოვრბა აუცილებელია,იგი თითოეული  ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნშვნელოვანეს როლს უნდა ასრულებდეს,მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არა არის.

-რამდენად მისდევენ ახალციხეში ჯანსაღი ცხოვრების წესს?

-ახალციხეში?! ახალციხეში ძალიან ნაკლებად.

-სამომავლოდ რა იგეგმება ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის?

-ჩვენ მასწავლებლები ვცდილობთ,რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ვგეგმავვთ,რომ ჩავატაროთ ჩემპიონატები სამცე-ჯავახეთის მაშტაბით და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს! Read the rest of this entry »

Posted on

Woman-Cutting-Cigarette-With-Scissors.jpgცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ – ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:

მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;

მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.

ძვირფასო მეგობრებო !

გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალს – თქვენს ჯანმრთელობას! Read the rest of this entry »