ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში და სწორი კვება – ბევრი დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება!

Posted on Updated on

wellness

უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური აქტიურობა და ვარჯიში პირველ რიგში მდგრადი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო და მასზე ზრუნვაც იქამდე უნდა დავიწყოთ, სანამ პრობლემები იჩენს თავს. ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი კვება და წონის კონტროლი – დღესდღეისობით გავრცელებული მრავალი დაავადების პრევენციის საშუალებაა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავავე სხვადასხვა ინსტიტუტები და ორგანიზაციები სისტემატიურად აქვეყნებენ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით გულ-სისხლძრღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, დიაბეტს, სასუნთქი სისტემის/ფილტვების დაავადებებს, ოსტეოპორზს, ოსტრეოართრიტს, ხერხემლის დაავადებებს სტატისტიკურად მოწინავე პოზიცია უკავიათ ავადმყოფობის და უუნარობის გამომწვევ მიზეზებს შორის და ხშირად ნაადრევ სიკვდილს იწვევევენ. ამ კვლევების მიხედვით, აღნიშნული დაავადებების მაღალი რიცხვი განპირობებულია ყოველდღიური ფიზიკური აქტიურობის დაბალი დონით, არასწორი კვებით, ჭარბი წონით.

აშშ-ს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის ინსტიტუტები ცალსახად აღნიშნავენ ამ ფაქტორების უმნიშვნელოვანეს როლს ზემოაღნიშნული დაავადებების განვითარების საკითხში და იძლევიან რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება ამ დაავადებების პრევენცია და რისკის ფაქტორების შემცირება:

2 thoughts on “ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში და სწორი კვება – ბევრი დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება!

    Irma Giorgadze said:
    მაისი 17, 2016, 11:45 AM

    kargi blogi gaqvs 🙂

    Liked by 1 person

    iaqtiure responded:
    მაისი 18, 2016, 4:25 PM

    მადლობა ❤

    Like

დატოვე კომენტარი