რჩევები ნინუცასაგან

13090126_1764794380416818_821430966_n

ნინუცა კვახაჯელიძე 15 წლისაა, ამბობს, რომ უკვე 1 წელზე მეტია, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ნინუცას ვთხოვე რჩევები მოეცა ჩვენთვის, ვარჯიშის შესახებ და მინდა შემოგთავაზოთ მისი რჩევები:

. -ნინი, რა არის პირველ რიგში ვარჯიშისთვის აუცილებელი?

-პირველ რიგში ვარჯიშისთვის განწყობაა აუცილებელი, თუ განწყობა და მონდომება არ გაქვს არაფერი გამოვა. უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს მოთელვები და აუცილებელია სირბილი, ეს ერთგვარად ამზადებს სხეულს ვარჯიშისთვის. შემდეგი ნაბიჯი ფეხის ვარჯიშებია, ფეხის ვარჯიში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ფეხები გაგეხსნათ. შემდეგი ვარჯიშები განსაზღვრული არ არის, თუმცა კარგი პრესის, აჯიმანიის, ხელის ვარჯიშების გაკეთება. გირჩევთ დილით გააკეთოთ კისრის ვარჯიშებიც. ეს ის მცირეოდენია, რის საშუალებითაც შეგიძლიათ გახდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი, ირბინეთ მეტი, ვარჯიშს ხელი შეუწყვეთ კვების მხრიდანაც, მიირთვით ჯანსაღი პროდუქტი, დალიეთ მეტი წყალი ვიდრე ვსამთ, განსაკუთრებით წყალი სასარგებლოა დილით გაღვიძებისთანავე.

-რატომაა ვარჯიში აუცილებელი?

–ვარჯიში აუცილებელია არამარტო მუდმივად ფორმაში ყოფნისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც, რა ჯობია როცა ადამიანი ჯანმრთელია და თანაც ფორმაშია ვარჯიშის წყალობით. ვარჯიში ესაა ერთგვარი განტვირთვის საშუალება. ვარჯიში შესაძლებლობას გაძლევთ არა მარტო ფიზიკური ძლიერებისა, არამედ სულიერადაც გმატებთ მხნეობას და მეტ სიძლიერეს

გავითვალისწინოთ ნიუცას რჩევებიი!