Day: მაისი 9, 2016

როგორ ამოვარჩიოთ ფიტბოლი?

Posted on Updated on

AB039-02-300x188

ფიტბოლის ზომა 30სმ-დან 75-მდე მერყეობს. ბურთის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანის სიმაღლე ვინც ვარჯიშს აპირებს. ყველაზე ხშირად იყენებენ 65სმ დიამეტრის ბურთს, რადგან ყველაზე გავრცელებეული სიმაღლე 165-175 სანტიმეტრია. 150-165სმ. სიმაღლის რეკომენდირებულია 55სმ დიამეტრის ბურთი, ხოლო 175სმ-ზე მაღლა კი – 70სმ დიამეტრის. 30სმ. დიამეტრის ფიტბოლი ძირითადად ბავშვებისათვის გამოიყენება.

Read the rest of this entry »

ფიტბოლით ვარჯიშის უპირატესობა

Posted on

sh025-gfft121-300x250

– ფიტბოლით ვარჯიში არ არის დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ დატვირთვებთან. ფიტბოლით შეუძლიათ ივარჯიშონ როგორც მოზრდილებმა, ისე ბავშვებმა და ორსულმა ქალებმა. ამ ვარჯიშებს არა მხოლოდ გართულებების თავიდან აცილება შეუძლიათ, არამედ ორსულობის მიმდინარეობასაც ამსუბუქებენ. გარდა ამისა, ფიტბოლი აუმჯობესებს მენჯის ნაწილის, მუცლის, ზურგის კუნთების ელასტიურობასაც. რელაქსაციის ვარჯიშები ხსნის ტკივილს წელის არეში, რომელიც ხერხემალზე სტატიკური დატვირთვის ზრდითაა გამოწვეული.

– ფიტბოლით ვარჯიშს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებაზე, ღვიძლზე და თირკმელებზე. ბოლო პერიოდში გამოყენება ჰპოვა ვენების ვარიკოზული გაფართოების, სქოლიოზის და სიმსუქნის მკურნალობის დროს. Read the rest of this entry »

რატომაა ეფექტური ფიტბოლით ვარჯიში?

Posted on Updated on

pix104014

ფიქსირებული ტრენაჟორებისაგან განსხვავებით, ბურთი არ უზრუნველყოფს სტაბილურ პოზიციას. ამიტომ, როცა ავარჯიშებთ კუნთების ერთ ჯგუფს, ამ დროს მუშაობაში ერთვება სხვა კუნთებიც, რათა შენარჩუნებული იქნას წონასწორობა – ეს კი ვარჯიშის ეფექტს საკმაოდ ამაღლებს.

ფიტბოლი ზრდის მოქნილობას. მისი საშუალებით შეგიძლიათ შეასრულოთ ეფექტური ვარჯიშები ზურგის და მუცლის კუნთების ტონუსში მოსაყვანად, პრესის ვარჯიშის დროს მოქმედებაში მოდის ღრმა კუნთები. გარდა ამისა, ხდება შინაგანი ორგანოების მუშაობის სტიმულაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და მცირდება დატვირთვა ხერხემლის დისკოებზე. Read the rest of this entry »