Uncategorized

ველოსიპედი

Posted on Updated on

მოგესალმებით…… მცირე პაუზის შემდეგ. დღევანდელი პოსტი მინდა  სპორტს დავუთმო……
ალბათ ყველა ჩვენგანს ჰყოლია ბავშვობაში (ან ახლაც) ველოსიპედი (ან მეგობარი ველოსიპედით) და ყოველ დღე გვიხაროდა ველოსიპედით რამდენიმე “კრუგის” ეზოს გარშემო გასეირნება, თუმცა ალბათ არც კი გვიფიქრია თუ რამდენად დადებითია ველოსიპედით სიარული ჩვენი ჯანმრთელობისთვის…
images-1

ველოსიპედის – ეკონომიურად მომგებიანი, ეკოლოგიურად სუფთა და მოსახერხებელი ტრანსპორტის სახეობაა.

ველოსიპედი უხმაუროა, გარემოს არ აბინძურებს, ხშირად მოკლე მანძილზე წასასვლელად ავტომობილზე სწრაფია და ბევრ ქვეყანაში უფრო მოხერხებულ და საიმედო ტრანსპორტადაც ითვლება. აფრიკაში, აზიაში და არა მხოლოდ ამ კონტინენტებზე, ბაზრებსა თუ მაღაზიებში მოვაჭრეთათვის ველოსიპედი გადამზიდ საშუალებად იქცა Read the rest of this entry »

რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

Posted on Updated on

პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებული გვქონდეს – რისთვის ეფექტური? რაა ჩვენი მიზანი? – წონის კლება, ფორმების კორექცია, სპორტული მაჩვენებლების ამაღლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება?

ეს არის იმ ძირითადი მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც დამწყებ მოვარჯიშეებს აქვთ. ამიტომ პასუხს სწორედ მათ გავცემ და ამ მიზნებზე ვისაუბრებ, რადგან გამოცდილმა და სპორტული ცხოვრებით დაკავებულმა ადამიანმა ისედაც ძალიან კარგად იცის – ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და არცერთი პროცესი არ ხდება დამოუკიდებლად. მაგალითად, დავიკელით წონაში (ვარჯიშის გამოყენებით) და ამ დროს არ გაუმჯობესდა ჩვენი გულის მუშაობა და ისევ ვქოშინებთ 2-3 სართულის ავლისას. მივაღწიეთ ფორმების კორექციას ვარჯიშით და ამ დროს სპორტული მაჩვენებლები იგივე დაგვრჩა – როგორც მხოლოდ 10 ჩაჯდომას ან აზიდვას ვახერხებდით პირველ დღეს, სამი თვის შემდეგ ისევ იგივეს ვახერხებთ მხოლოდ; ჩვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ამ დროს ეს არ შეტყობია არც წონას, არც ფორმებს, არც ჩვენს ვარჯიშის შესრულების ხარისხს და ა.შ Read the rest of this entry »

პოპულარული ვარჯიშები

Posted on

ზუმბა (ლათინური ცეკვების და აერობიკის მარტივი მოძრაობების მიქსი), boot camp(საბრძოლო ხელოვნების ილეთების და გუნდური შეჯიბრებების სტილი), TRX-სისტემა (ვარჯიში სპეციალური მარყუჟების გამოყენებით) და ინტერვალური ვარჯიშები კვლავაც პოპულარული ტრენდები იქნება 2016 წელს ამერიკის ფიტნეს პროგრამებში.  იგივე ეხება core training-ის სისტემას (ძალოვანი ვარჯიში, რომელიც მოძრავ პლატფორმაზე სრულდება), რომელიც უფრო მეტად პოპულარული გახდება.

ჩემი აზრით,საქართველოში არც ისე განებივრებული ვართ ახალი ფიტნეს-ტენდენციების გაზიარებით. ქალებში ყველაზე პოპულარული აერობიკა და ტრენაჟორებზე ვარჯიშია, ან საცეკვაო ჯგუფებში ჩაწერა, ასევე მაღალია დაინტერესება იოგასა და პილატესში. მამაკაცთა შორის ლიდერი პროგრამაა სატრენაჟორო დარბაზში ძალოვანი ტრენინგი. ვფიქრობ, ამ ტენდენციების ცვლილებებს მომავალ წელს საქართველოში ალბათ არ უნდა ველოდეთ.

ფიტნესი მაღალი და დაბალი ასაკობრივი ჯგუფებისათვის

Posted on

Senior_Coupleწყლის ან ჯგუფური ფიტნესი ძალიან პოპულარულია უფროსი ასაკის ადამიანებში. ACE-ს სპეციალურად შედგენილ პროგრამებს ბევრი უპირატესობა აქვს და სასარგებლოა 50+ ასაკობრივ ჯგუფებში, რომელიც მოსახლეობის 41%-ს შეადგენენ. პირველი ლედი მიშელე ობამა პროპაგანდას უწევს ბავშვები ფიზიკურ აქტიურობას, ფიტნესს სკოლებში, ფიტნეს ცენტრებში საბავშვო ჯგუფების შექმნას

საქართველოში ფიტნეს-კლუბების ფასების და პენსიის თანხის არაპროპორციული შესაბამისობა ჯერჯერობით არარეალურს ხდის ჩვენი პენსიონერებისათვის მსგავსი მომსახურებით სარგებლობის საშუალებას. ამასთან, არც სოციალური დაზღვევა ითვალისწინებს მსგავსი პროგრამების ამოქმედებას, განსხვავებით აშშ-სი. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ყველაზე პოპულარული ფეხით აქტიური სეირნობაა და პარკში, სუფთა ჰაერზე ერთობლივად ვარჯიში, რისი მაგალითიც ხშირად შემხვედრია სპორტული თავშეყრის ადგილებში. ასევე, ხანშიშესული ადამიანები ხშირად მიმართავენ იოგას ჯგუფებს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.

სისტემატიური ვარჯიში

Posted on

სისტემატიური ვარჯიში ახალი ტრენდი ხდება.  გარდა ამისა, რათა ვარჯიშის შედეგები სახეზე იყოს, ამისათვის საჭიროა სწორი კვება.ACE თვლის, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, კლუბში კლიენტი არა მარტო ვარჯიშისათვის უნდა მიდიოდეს, არამედ სრულყოფილი მომსახურების მისაღებად. ამიტომ ინსტრუქტორებთან ერთად კლუბში უნდა მუშაობდნენ დიეტოლოგები, ფსიქოლოგები და ფიზიოთერაპევტები.

ჩემი აზრით,ჩვენი ფიტნეს-ინდუსტრია არც ისე განვითარებულია, როგორც აშშ-ში, სადაც სტატისტიკურად ფიტნესით 15%-ია დაკავებული, უფრო ნაკლებია მათი რიცხვი რუსეთში – 3-5%. ჩვენთან მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ ეს რიცხვი უფრო ნაკლებია. მაღალი კონკურენციის გამო აშშ-ს ფიტნეს-კლუბები მაქსიმალურად უნიკალურ მორგებულ მოსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს. მსგავსი მომსახურება საქართველოში განვითარების საწყის ეტაპზეა – კომპლექსური მიდგომა, სადაც კლიენტთან ერთდროულად ექიმი, ფიტნეს-ინსტრუქტორი და ფსიქოლოგი მუშაობს, ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენადაც ვიცი, არის მცდელობა ზოგიერთ კლუბებში ამ საქმეში პროფესიონალი ექიმების და დიეტოლოგების ჩართვის, რაც მისასალმებელია. ასევე ზოგ კლუბში არსებობს მასაჟისტის მომსახურება, თუმცა ეს დამატებითი ხარჯებს მოითხოვს.

2016 წლის პოპულარული ფიტნეს ტენდენციები

Posted on Updated on

ამერიკის ფიზიკური ვარჯიშების საბჭო (ACE) – მსოფლიოში უმსხვილესი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ახდენს ფიტნეს-ინსტრუქტორების მომზადებას და სერტიფიცირებას. ისინი ყოველწლიურად ამზადებენ და აქვეყნებენ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობენ პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორები, დიეტოლოგები,  სპორტული მეცნიერების და ფიტნეს-ჯგუფების ექსპერტები, ექიმები და წონის კონტროლის სპეციალისტები.

გთავაზობთ მათ კვლევებს თემაზე, თუ როგორი იქნება ფიტნესი აშშ-ში 2016 წლის განმავლობაში და რა ტენდენციები იქნება პოპულარული:

დღევანდელ კონკურენციულ გარემოში, ფიტნესში მოთხოვნა იზრდება ისეთ პროფესიონალებზე, რომლებიც თავისი სფეროს წარმატებული ლიდერები არიან, რადგან მუდამ აფართოებენ ცოდნას და ეფექტურად ეხმარებიან კლიენტებს სასურველი მიზნის მიღწევაში. 1500-ზე მეტი პასუხმა ცხადყო დადებითი ცვლილებები საზოგადოებაში, ისეთი საკითხების მიმართ დამოკიდებულებაში, რომლებიც შეეხება ჭარბწონიანთა რიცხვის სერიოზულ მატებას, ამასთან ერთად კი გაიზარდა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით ფიტნეს-პროგრამების მიმართ მოსახლეობის დაინტერესება. Read the rest of this entry »

Posted on

Woman-Cutting-Cigarette-With-Scissors.jpgცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს იმ ქცევას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ე. ი. ცხოვრების ჯანსაღი წესი საკუთრივ მოიცავს ქცევის ყველა ელემენტს (შრომითი, სოციალური, ინტელექტუალური, ფიზიკური, სამედიცინო აქტივობა), რომელთა მიზანია ინდივუიდუალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ცხოვრების ჯანსაღი წესი ასევე შეიცავს ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ – ფაქტორების თავიდან აცილების გზებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის გამიზნული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებია:

მოსახლეობის მიერ თამბაქოს მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ ალკოჰოლის მოხმარების შემცირება;

მოსახლეობის მიერ წამლების ბოროტად გამოყენების შემცირება;

მოსახლეობის ფიზიკური აღზრდის უზრუნველყოფა.

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.

ძვირფასო მეგობრებო !

გაუფრთხილდით უძვირფასეს კაპიტალს – თქვენს ჯანმრთელობას! Read the rest of this entry »

ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება

Posted on Updated on

Run-to-stay-healthy-300x200

ფიზიკურ აქტიურობას ჯანმრთელობისათვის ბევრი სიკეთე მოაქვს, ხოლო ფიზიკურ ფიტნესს უფრო მეტი სარგებელი აქვს. თუმცა სანამ ფიტნესით დაკავდებოდეთ, აუცილებელია მიჩვეული იყოთ ფიზიკურ აქტიურობას. ფიზიკური ფიტნესი, ანუ ვარჯიში უფრო მაღალ აქტიურობას, ხანგრძლივობას და სიხშირეს მოითხოვს. ის აუმჯობესებს მოქნილობას, ბალანსს, კოორდინაციას, ძალას, ენერგიას, სისწრაფეს, მეტად აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუნთოვან ქსოვილებს და სხეულის კომპოზიციას. ასევე არეგულირებს სისხლის წნევას, ქოლესტერინის და გლუკოზის დონეს, ცხიმების წვას და ძვლების გამძლეობას.

ფიზიკურ აქტიურობას თავისუფალი გრაფიკი აქვს, ხოლო ვარჯიში კი სტრუქტურულ, გეგმიურ და განმეორებით დატვირთვებს მოითხოვს.

 

იყავით აქტიური

Posted on Updated on

sedentary-life-300x241

როგორც გამოკვლევები მოწმობს, აშშ-ს მოქალაქეთა 40%-ს მჯდომარე სამსახური აქვს და გარდა ამისა, არც თავისუფალ დროს არ უთმობენ ფიზიკურ აქტიურობას. ცხოვრების  უმოძრაო წესი, რომელიც არაერთი, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი მიზეზია, ამ ქვეყანაში ეპიდემიად იქნა აღიარებული.

„რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე დღე ეთმობა, მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა გავრცელებული დაავადებების განვითარების და ასევე უდროო სიკვდილის რისკს“ – ასეთია აშშ-ს ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების და შესაბამისი სახელმწიფო დეპარტამენტების რეკომენდაცია.

ფიზიკური აქტიურობა:

–         ამცირებს უდროო სიკვდილის რისკს;

–         ამცირებს გულის დაავადებებით გარდაცვალების რისკს;

–         ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს; Read the rest of this entry »